ახალი გალერეა მასწავლებლის დღე 05.10.2022 წ დაემატა ფოტო ალბომში
2022 წლის 5 ოქტომბერს ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანში“ მასწავლებლის დღე აღინიშნა. სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ტრადიციულად გაიზიარეს პასუხისმგებლობა და შეასრულეს სკოლის ადმინისტრაციის - სკოლის დირექტორის, ხარისხის მართვის მენეჯერის, დისციპლინარული საბჭოს და დირექტორის მოადგილეების მოვალეობები, ასევე გადაინაწილეს საათები დაწყებით და საბაზო საფეხურებზე, ჩაატარეს გაკვეთილები და მასწავლებლებს ერთი ლამაზი დღე აჩუქეს. დღის ბოლოს , სკოლის მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად ხმათა უმრავლესობით გამოვლენილ პედაგოგს სკოლის დირექტორის ფუნქციის შემსრულებელმა „ოქროს სიგელი“ გადასცა. ჩატარდა შემეჯამებელი თათბირი და ანგარიში წარედგინა სკოლის დირექციას. „დავითიანი“ მადლობას უხდის სკოლის თვითმმართველობას.