ახალი გალერეა პირველი ნაკადი Erasmus+ დაემატა ფოტო ალბომში
2022 წლის 26 ნოემბერს "დავითიანის"ორი მეთორმეტეკლასელი მოსწავლე ნინო უგრეხელიძე და მაია მარტიაშვილი Erasmus+ ის 10 დღიანი გაცვლითი პროგრამით ლიეტუვაში გაემგზავრა.
ახალი გალერეა პირველი ნაკადი Erasmus+ დაემატა ფოტო ალბომში
2022 წლის 26 ნოემბერს "დავითიანის"ორი მეთორმეტეკლასელი მოსწავლე ნინო უგრეხელიძე და მაია მარტიაშვილი Erasmus+ ის 10 დღიანი გაცვლითი პროგრამით ლიეტუვაში გაემგზავრა.
ახალი გალერეა მშობლის კვირეული სკოლა "დავითიანში" დაემატა ფოტო ალბომში
სკოლა დავითიანში მშობლის კვირეული დაიწყო! მშობლები სტუმრობენ შვილებს სკოლაში და თავისი შერჩეული თემებით ატარებენ მშობლის საათს.
ახალი გალერეა წარმატებული სკოლადამთავრებულის სტუმრობა დაემატა ფოტო ალბომში
სკოლა “დავითიანს” ესტუმრა ლიკა უგრეხელიძე, რომელიც მედიცინის მესამე კურსის სტუდენტია. მან საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო VIII-XII კლასელებთან, სადაც ისაუბრა სკოლაზე, სკოლის თვითმმართველობის მიზნებზე და დადებით მხარეებზე, აგრეთვე მან გაიხსენა სკოლის წლები და მოსწავლეებს გაუზიარა გამოცდილება შეხვედრის მიზანია მოსწავლეების ჩართულობის გაზრდა სკოლის თვითმმართველობის საქმიანობაში და მოზარდებს შორის ურთიერთობების გაღრმავება შეხვედრამ სასიამოვნოდ და სახალისოდ ჩაიარა, მოსწავლეებს გაუჩნდათ მეტი ინტერესი არსებულ საკითხთან დაკავშირებით
ახალი გალერეა 18.11.2022 წელს 13:00 საფუძველი ჩაეყარა ჩეხეთის რესპუბლიკის ქ.ჰავლიჩკუვ ბროდის სკოლა,,ჰავლიჩკუვ ბროდსა"და საქართველოს ქ.ბოლნისის კერძო სკოლა,,დავითიანს"შორის მეგობრობის ხიდის გადებას! დაემატა ფოტო ალბომში
18.11.2022 წელს 13:00 საფუძველი ჩაეყარა ჩეხეთის რესპუბლიკის ქ.ჰავლიჩკუვ ბროდის სკოლა,,ჰავლიჩკუვ ბროდსა"და საქართველოს ქ.ბოლნისის კერძო სკოლა,,დავითიანს"შორის მეგობრობის ხიდის გადებას! მემორანდუმს მოაწერეს ხელი და მხარი დაუჭირეს ახალგაზრდების,პედაგოგების გაცვლით პროგრამას ორივე მხარის მუნიციპალიტეტებმა,სკოლის დირექტორებმა,წარმომადგენლებმა.მემორანდუმი გაფორმდა ოთხ ეგზემპლარად (მერიებისთვის და სკოლებისთვის). მემორანდუმის მიზანია: 🌍🇨🇿🇬🇪ჩეხ და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის, ასევე ორივე ხალხის კულტურული და სულიერი ფასეულობების გაცნობა,მეგობრობის დამყარება • დამყარდეს თანამშრომლობა ,პარტნიორობა და გაცვლითი პროგრამები ზემოთ აღნიშნულ სკოლებთან, თემის ახალგაზრდებთან; • ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, საგანმანათლებლო პროექტების შემუშავება და განხორციელება; • ურთიერთმოქმედებენ როგორც საავტორო უფლებების ექსპერტები საგანმანათლებლოო დაკულტურულ პროგრამებში, • ქმნიან და ადგენენე ერთიან ელექტრონული კულტურულ და საგანმანათლებლო მასალებს • გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ორგანიზებას უწევენ ახალგაზრდების , პედაგოგების მიღებას
ახალი გალერეა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე დაემატა ფოტო ალბომში
16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. კერძო სკოლა "დავითიანის" მოსწავლეები გაგვცემენ კითხვებზე პასუხს თუ რა არის ტოლერანტობა და რა მიზანს ისახავს ის. 🚺🚹მოსწავლეები მოგვიწოდებენ ვიყოთ ტოლერანტული ადამიანები, გვიყვარდეს და ვაფასებდეთ ერთმანეთს. ტოლერანტობის მთავარი მოწოდებაა: 🌸"მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ მოგექცნენ"🌸
ახალი გალერეა “ვუმკურნალოთ ბუნებას!” დაემატა ფოტო ალბომში
♻️აქტივობა “ვუმკურნალოთ ბუნებას!”♻️ 🌐22 ნოემბერს სკოლა "დავითიანში" მოეწყო აქტივობა “ვუმკურნალოთ ბუნებას”. 🌐 მოსწავლეებმა დაასუფთავეს როგორც სკოლის შიდა ასევე გარე ტერიტორია. აქტივობა მიზნად ისახავს გარემოს დაცვას და მის დასუფთავებას მავნე ნივთიერებებისგან. მსგავსი აქტივობები მოზარდებს ასწავლის, რომ არ დავანაგვიანოთ ბუნება, დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ მას. 🌐აქტივობა საკმაოდ სახალისოდ და ენერგიულად ჩატარდა. “ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ”.
ახალი გალერეა სამუშაო შეხვედრა სკოლის ადმინისტრაციასთან დაემატა ფოტო ალბომში
მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ახალი სკოლის მოდელის კონსულტანტი, მენტორი მასწავლებელი და უფროსი ტრენერი ლალი ასლამაზაშვილი შეხვდა სკოლის ადმინისტრაციას ახალი სკოლის მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.
ახალი გალერეა ქართული როგორც მეორე ენა - ტრნინგი მასწავლებლებისთვის დაემატა ფოტო ალბომში
ქართული ენის შესწავლის სპეციფიკა მეთოდიკაში არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის-ტრენინგს უძღვება არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის კონსულტანტ მასწავლებელი, მენტორი მასწავლებელი, უფროსი ტრენერი ლალი ასლამაზაშვილი
ახალი გალერეა მშობელთა სათათბირო დაემატა ფოტო ალბომში
სკოლა "დავითიანის " მშობლები სკოლის განვითარებისთვის.
Powered by aSc EduPage