სიახლეები

          • მასწავლებლის დღე 05.10.2022 წ

            06/10/2022

            ახალი გალერეა მასწავლებლის დღე 05.10.2022 წ დაემატა ფოტო ალბომში

            2022 წლის 5 ოქტომბერს ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანში“ მასწავლებლის დღე აღინიშნა. სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ტრადიციულად გაიზიარეს პასუხისმგებლობა და შეასრულეს სკოლის ადმინისტრაციის - სკოლის დირექტორის, ხარისხის მართვის მენეჯერის, დისციპლინარული საბჭოს და დირექტორის მოადგილეების მოვალეობები, ასევე გადაინაწილეს საათები დაწყებით და საბაზო საფეხურებზე, ჩაატარეს გაკვეთილები და მასწავლებლებს ერთი ლამაზი დღე აჩუქეს. დღის ბოლოს , სკოლის მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად ხმათა უმრავლესობით გამოვლენილ პედაგოგს სკოლის დირექტორის ფუნქციის შემსრულებელმა „ოქროს სიგელი“ გადასცა. ჩატარდა შემეჯამებელი თათბირი და ანგარიში წარედგინა სკოლის დირექციას. „დავითიანი“ მადლობას უხდის სკოლის თვითმმართველობას.

          • "27 - სოხუმის დაცემის დღე"

            03/10/2022

            ახალი გალერეა "27 - სოხუმის დაცემის დღე" დაემატა ფოტო ალბომში

            27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა სკოლა "დავითიანის" მოსწავლეებისთვის გამართეს კონფერენცია, გაიმართა ფოტო- ვიდეომასალიას გაშუქება, დისკუსია. დისკუსიაში აქტიურადჩაერთნენ როგორც უფროსკლასელები, ასევე მე5 და მე6 კლასის მოსწავლეებიც