ჩვენი პროფილი
სკოლის მისია
სრულყოფისაკენ მუდმივი სწრაფვა,კეთილგანწყობილი, ჯანსაღი, უსაფთხო სასწავლო გარემოს ფორმირება .ჩვენი აღსაზრდელებისათვის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი განათლების მიწოდება,სიახლეების ძიება, მათი პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებაში ხელშეწყობა. კრიტიკული,დამოუკიდებელი,ლოგიკური აზროვნების განვითარება. საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში მათი ინტეგრირება. მისიის მისაღწევად სკოლა მიზნად ისახავს:
1. მოზარდის ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა და განვითარება.
2. მოზარდთა სულიერი განვითარება, სამოქალაქო და სამართლებრივი აღზრდა, დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბება.
3. მოსწავლის საკუთარი საქციელის მიმართ პასუხისგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება
4. შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ორგანიზება.
5. სკოლის საქმიანობის აგება დემოკრატიისა და ჰუმანიზმის, ეროვნული ტრადიციებისა და ღირებულებების გათვალისწინებით.
6. თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანერგვა სასწავლო და საგაკვეთილო პროცესში.
7. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მუშაობის ინტეგრაცია
8. კეთილგანწყობილი, ჯანსაღი, უსაფთხო სასწავლო გარემოს ფორმირება და
მოზარდის კულტურული, სოციალური და პიროვნული ზრდისათვის ჰარმონიული და ეფექტური გარემოს შექმნა.
9. საერთაშორისო კავშირების დამყარება და სასწავლო გაცვლით პროგრამებში ჩართვა.
10. ინტელექტუალური და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფორმირება და მუდმივი სრულყოფა.
11. სასწავლო დისციპლინების გაღრმავებული სწავლება საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებით.
12. წამახალისებელი გარემოს შექმნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის .
13. დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება (ქართული ხალხური ცეკვის, სასცენო ოსტატობის, არაქართულენოვანი მოსწავლეთათვის ქართული ენის შემსწავლელი წრეების მუშაობა...)
14. სასწავლო-აღმზრელობით პროცესსა და გარემოზე მუდმივი მონიტორინგი, შენიშვნებისა და წინადადებების შეგროვება და გათვალისწინება, რაც შეიძლება საფუძველი გახდეს მისიაში ცვლილების შეტანისა.
ხედვა :მუდმივად ვუზრუნველყოთ ინდივიდუალურად მორგებული მაღალი განათლების ხელმისაწვდომობა მოსწავლეთათვის, მაქსიმალურად დავეხმაროთ მათ პოტენციურ შესაძლებლობების რეალიზებასა და მიზნების განხორციელებაში. რათა გახდნენ დამოუკიდებლები ,კრიტიკულად მოაზროვნეები.მაქსიმალურად ფლობდნენ ყველა თანამედროვე ,ინოვაციურ სიახლეებს.ადვილად ადაპტირდნენ მათთვის უცხო გარემოში .ჩვენმა კურსდამთავრებულებმა სასკოლო ცხოვრებაში უკვე მიღებული გამოცდილების შესაბამისად ადვილად შეძლონ საერთაშორისო დონეზე ინტეგრირება.
სპს კერძო საშუალო სკოლა ,,დავითიანი-მარინა გროშკოვას „ ღირებულებებია
· ინოვაციურობა და კრიტიკული აზროვნება
· მრავალეთნიკურობა
· ღიაობა
· უსაფრთხოება
· თემთან თანამშრომლობა
· განვითარებაზე ორიენტირებულობა
· გამჭირვალობა
· გუნდურობა
· შემოქმედებითობა