პროექტის ფარგლებში სკოლა “დავითიანის” მოსწავლეები 15 ნოემბერს ესტუმრნენ ქ.ბოლნისის კულტურის სახლს
კულტურის სახლის თეატრალურმა დასმა წარმოადგინა სპექტაკლი “საქართველო”
პროექტის ფარგლებში სკოლა “დავითიანის” მოსწავლეები 15 ნოემბერს ესტუმრნენ ქ.ბოლნისის კულტურის სახლს
კულტურის სახლის თეატრალურმა დასმა წარმოადგინა სპექტაკლი “საქართველო”
ბოლნისის წითელი ჯვრის ფილიალი საყოველთაო ღონისძიებას, ტრადიციულად გამოეხმაურა და კერძო სკოლა ,,დავითიანის’’ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა,ფილიალის წევრებმა ისაუბრეს დაავადებაზე, მის გამომწვევ გზებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე.
სკოლა “დავითიანს” გამორჩეული სტუმრები ესტუმრნენ, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი “ლაზარეს” პროექტის “ქართულ-ოსური სამშვიდოვო ინიციატივის” ფარგლებში ელიკო ბენდელიანმა და ნინო კობახიძემ, საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან მოაწყვეს შეხვედრა. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები აქტიურად ერთვებოდნენ სხვადასხვა სავარჯიშოების შესრულებასა თუ სადისკუსიო რეჟიმში.
27 ოქტომბერს გაიმართა “ეტალონის” დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპი. კონკურსში მონაწილე ბოლნისის სკოლებს შორის პირველი ოთხი ადგილი დაიკავეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა 2023 წლის “ბოლნისის ეტალონი მოსწავლე” -ანა სირადეგიანი. მივულოცოთ მათ ეს წარმატება, კიდევ და კიდევ მეტ წარმატებას გისურვებთ! მადლობა!
სკოლა “დავითიანმა” აღნიშნა მასწავლებლის ეროვნული დღე!
სკოლაში ჩატარდა კონკრეტული ტიპის აქტივობები:
V-XII კლასის მოსწავლეებმა მოირგეს მასწავლებლის როლი, ჩაატარეს სახალისო და ნაყოფიერი გაკვეთილები
IX-X კლასის მოსწავლეებმა მოირგეს სკოლის დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დისციპლინარული კომიტეტის თავმჯდომარის, ხარისხის მართვის მენეჯერის, მორიგეების და დამრიგებლების როლები
XII კლასის მოსწავლეებმა, ყველა საფეხურის მოსწავლეებთან ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა “მასწავლებლის პროფესია”
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში ჩატარდა საკლასო აქტივობები რომლის შედეგადაც დამზადდა კომიქსები, ჩანაწერები, ჩანახატები, კედლის გაზეთები.
საინტერესო და საყვარელი პროფესიები
ბიოლოგიის გაკვეთილი მე-7 კლასში
კონკურსის "ვწერ თავისუფალ თემას" ყველა ფინალისტს (ჟიურიმ გუშინ 201 მოსწავლე შეარჩია დასკვნით ტურში მონაწილეობის მისაღებად) დღეს ორგანიზატორებმა შეტყობინება და მოწვევა გაუგზავნეს.
ყველა მათგანს (ასევე - მათ მასწავლებლებსა და სკოლებს) ვულოცავ ამ შესანიშნავ წარმატებას და ახალ მნიშვნელოვან მიღწევებს ვუსურვებ.
არაფერია ამქვეყნად ისეთი სიკეთე, რომელთან მისვლაც მათ არ შეუძლიათ!
ჩვენი ქვეყნის 201 გამორჩეულ მოსწავლეს ველოდებით კონკურსის ფინალში, რომელიც საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში 2023 წლის 27 მაისს, დღის 12 საათზე გაიმართება.
სწორედ ამ ტურში გაირკვევა გამარჯვებული 10 მოსწავლის ვინაობა და ისიც, თუ რომელი თხზულება მოხვდება (ისინი, ვიმედოვნებ, 10-ზე გაცილებით მეტი იქნება) საუკეთესო ნაშრომთა კრებულში.
ყველა სხვა მოსწავლეს (ასევე - მათ სკოლებსა და მასწავლებლებს), რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კონკურსში (მათი რიცხვი რამდენიმე ასეულია) მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზატორთა სახელით - მათ წინ ბევრი ახალი და საინტერესო შემოქმედებითი გამოწვევა ელით და, იმედია, მეტ წარმატებასაც მიაღწევენ.
გია მურღულია
ლამაზი და ნაყოფიერი დღე!06.05.2023
მასწავლებელთა კონფერენცია “ სასწავლო პროცესში არსებული გამოწვევებისა და გამოცდილების გაზიარება!
ბოლნისის სასკოლო თეატრალური ფესტივალი "არტსკოლა" 2023
სპს კერძო საშუალო სკოლა
" დავითიანი"
სპექტაკლი _ " სიცოცხლემისჯილები"
რეჟისორი_ მარინა გორშკოვა ( მასწავლებელი) და ბავშვები
Powered by aSc EduPage