27 ოქტომბერს გაიმართა “ეტალონის” დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპი. კონკურსში მონაწილე ბოლნისის სკოლებს შორის პირველი ოთხი ადგილი დაიკავეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა 2023 წლის “ბოლნისის ეტალონი მოსწავლე” -ანა სირადეგიანი. მივულოცოთ მათ ეს წარმატება, კიდევ და კიდევ მეტ წარმატებას გისურვებთ! მადლობა!
სიახლეები
ეტალონი-2023/2024
07/11/2023
27 ოქტომბერი-მასწავლებლის ეროვნული დღე
07/11/2023სკოლა “დავითიანმა” აღნიშნა მასწავლებლის ეროვნული დღე!
სკოლაში ჩატარდა კონკრეტული ტიპის აქტივობები:
V-XII კლასის მოსწავლეებმა მოირგეს მასწავლებლის როლი, ჩაატარეს სახალისო და ნაყოფიერი გაკვეთილები
IX-X კლასის მოსწავლეებმა მოირგეს სკოლის დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დისციპლინარული კომიტეტის თავმჯდომარის, ხარისხის მართვის მენეჯერის, მორიგეების და დამრიგებლების როლები
XII კლასის მოსწავლეებმა, ყველა საფეხურის მოსწავლეებთან ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა “მასწავლებლის პროფესია”
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში ჩატარდა საკლასო აქტივობები რომლის შედეგადაც დამზადდა კომიქსები, ჩანაწერები, ჩანახატები, კედლის გაზეთები.
12
საგანი: მე და საზოგადოება
07/11/2023საინტერესო და საყვარელი პროფესიები
მართა გაბიძაშვილი- მხატვარიგიორგი მარტიაშვილი- ფეხბურთელითემური - პოლიციელიდიმიტრი მარტიროსოვი- ჭადრაკის მასწავლებელიანასტასია მინდიაშვილი-ექიმიანასტასია მურცხვალაძე- მათემატიკის მასწავლებელივაჰე ოგანესიანი- პოლიციელიბარბარე პაპაშვილი- მე და საზოგადოების მასწავლებელიანდრია ხაჩატურიანი- პოლიციელი7
ჩვენი პატარა მეცნიერები 💫🫶🔬🧫🧪⚗️🧬
07/11/2023ბიოლოგიის გაკვეთილი მე-7 კლასში
"დიდგორელი 2023"- ფინალი
02/11/2023
ბოლნისქალაქობა-2023
02/11/2023
ვბრუნდებით სკოლაში- გილოცავთ ახალი 2023/2024 სასწავლო წლის დაწყებას!
02/11/20233
"დავითიანის" საზაფხულო სკოლა -2023
02/11/20235
დაწყებითი საფეხურის გამოსაშვები 01.06.2023
02/11/20232
ბოლო ზარი 19.05.2023-"დავითიანის" მე15 გამოშვება
02/11/20233
"ვწერ თავისუფალ თემას" 13.05.2023- მე12 კლასის მოსწავლე მაია მარტიაშვილი ფინალშია!
02/11/2023კონკურსის "ვწერ თავისუფალ თემას" ყველა ფინალისტს (ჟიურიმ გუშინ 201 მოსწავლე შეარჩია დასკვნით ტურში მონაწილეობის მისაღებად) დღეს ორგანიზატორებმა შეტყობინება და მოწვევა გაუგზავნეს.
ყველა მათგანს (ასევე - მათ მასწავლებლებსა და სკოლებს) ვულოცავ ამ შესანიშნავ წარმატებას და ახალ მნიშვნელოვან მიღწევებს ვუსურვებ.
არაფერია ამქვეყნად ისეთი სიკეთე, რომელთან მისვლაც მათ არ შეუძლიათ!
ჩვენი ქვეყნის 201 გამორჩეულ მოსწავლეს ველოდებით კონკურსის ფინალში, რომელიც საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში 2023 წლის 27 მაისს, დღის 12 საათზე გაიმართება.
სწორედ ამ ტურში გაირკვევა გამარჯვებული 10 მოსწავლის ვინაობა და ისიც, თუ რომელი თხზულება მოხვდება (ისინი, ვიმედოვნებ, 10-ზე გაცილებით მეტი იქნება) საუკეთესო ნაშრომთა კრებულში.
ყველა სხვა მოსწავლეს (ასევე - მათ სკოლებსა და მასწავლებლებს), რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კონკურსში (მათი რიცხვი რამდენიმე ასეულია) მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზატორთა სახელით - მათ წინ ბევრი ახალი და საინტერესო შემოქმედებითი გამოწვევა ელით და, იმედია, მეტ წარმატებასაც მიაღწევენ.
გია მურღულია
“ სასწავლო პროცესში არსებული გამოწვევებისა და გამოცდილების გაზიარება!
02/11/2023ლამაზი და ნაყოფიერი დღე!06.05.2023
მასწავლებელთა კონფერენცია “ სასწავლო პროცესში არსებული გამოწვევებისა და გამოცდილების გაზიარება!
თეატრალური ფესტივალი "არტსკოლა"2023
02/11/2023ბოლნისის სასკოლო თეატრალური ფესტივალი "არტსკოლა" 2023
სპს კერძო საშუალო სკოლა
" დავითიანი"
სპექტაკლი _ " სიცოცხლემისჯილები"
რეჟისორი_ მარინა გორშკოვა ( მასწავლებელი) და ბავშვები
1
საქართველოს გაეროს ასოციაციამ კერძო სკოლა ,,დავითიანთან" თანამშრომლობით მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის გამართა მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ლექციები
14/12/20222022 წლის 25 ნოემბერს საქართველოს გაეროს ასოციაციამ კერძო სკოლა "დავითიანთან" თანამშრომლობით მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის გამართა მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ლექციები შემდეგ თემებზე:
ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის ისტორია საქართველოში და მსოფლიოში
ევროკავშირის ისტორია და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ლექციები წაიკითხეს:
1. ლელე გაფრინდაშვილმა - ივანე ჯავაშიხვილის სახელიბის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
2. ნინო ტურიაშვილი - ევროპისმცოდნეობის მაგისტრი - ევროპის ინსტიტუტი, ვარშავა
პირველი ნაკადი Erasmus+
27/11/2022ახალი გალერეა პირველი ნაკადი Erasmus+ დაემატა ფოტო ალბომში
2022 წლის 26 ნოემბერს "დავითიანის"ორი მეთორმეტეკლასელი მოსწავლე ნინო უგრეხელიძე და მაია მარტიაშვილი Erasmus+ ის 10 დღიანი გაცვლითი პროგრამით ლიეტუვაში გაემგზავრა.
8
მშობლის კვირეული სკოლა "დავითიანში"
23/11/2022ახალი გალერეა მშობლის კვირეული სკოლა "დავითიანში" დაემატა ფოტო ალბომში
სკოლა დავითიანში მშობლის კვირეული დაიწყო! მშობლები სტუმრობენ შვილებს სკოლაში და თავისი შერჩეული თემებით ატარებენ მშობლის საათს.
7
წარმატებული სკოლადამთავრებულის სტუმრობა
23/11/2022ახალი გალერეა წარმატებული სკოლადამთავრებულის სტუმრობა დაემატა ფოტო ალბომში
სკოლა “დავითიანს” ესტუმრა ლიკა უგრეხელიძე, რომელიც მედიცინის მესამე კურსის სტუდენტია. მან საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო VIII-XII კლასელებთან, სადაც ისაუბრა სკოლაზე, სკოლის თვითმმართველობის მიზნებზე და დადებით მხარეებზე, აგრეთვე მან გაიხსენა სკოლის წლები და მოსწავლეებს გაუზიარა გამოცდილება შეხვედრის მიზანია მოსწავლეების ჩართულობის გაზრდა სკოლის თვითმმართველობის საქმიანობაში და მოზარდებს შორის ურთიერთობების გაღრმავება შეხვედრამ სასიამოვნოდ და სახალისოდ ჩაიარა, მოსწავლეებს გაუჩნდათ მეტი ინტერესი არსებულ საკითხთან დაკავშირებით
6
18.11.2022 წელს 13:00 საფუძველი ჩაეყარა ჩეხეთის რესპუბლიკის ქ.ჰავლიჩკუვ ბროდის სკოლა,,ჰავლიჩკუვ ბროდსა"და საქართველოს ქ.ბოლნისის კერძო სკოლა,,დავითიანს"შორის მეგობრობის ხიდის გადებას!
23/11/2022ახალი გალერეა 18.11.2022 წელს 13:00 საფუძველი ჩაეყარა ჩეხეთის რესპუბლიკის ქ.ჰავლიჩკუვ ბროდის სკოლა,,ჰავლიჩკუვ ბროდსა"და საქართველოს ქ.ბოლნისის კერძო სკოლა,,დავითიანს"შორის მეგობრობის ხიდის გადებას! დაემატა ფოტო ალბომში
18.11.2022 წელს 13:00 საფუძველი ჩაეყარა ჩეხეთის რესპუბლიკის ქ.ჰავლიჩკუვ ბროდის სკოლა,,ჰავლიჩკუვ ბროდსა"და საქართველოს ქ.ბოლნისის კერძო სკოლა,,დავითიანს"შორის მეგობრობის ხიდის გადებას! მემორანდუმს მოაწერეს ხელი და მხარი დაუჭირეს ახალგაზრდების,პედაგოგების გაცვლით პროგრამას ორივე მხარის მუნიციპალიტეტებმა,სკოლის დირექტორებმა,წარმომადგენლებმა.მემორანდუმი გაფორმდა ოთხ ეგზემპლარად (მერიებისთვის და სკოლებისთვის). მემორანდუმის მიზანია: 🌍🇨🇿🇬🇪ჩეხ და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის, ასევე ორივე ხალხის კულტურული და სულიერი ფასეულობების გაცნობა,მეგობრობის დამყარება • დამყარდეს თანამშრომლობა ,პარტნიორობა და გაცვლითი პროგრამები ზემოთ აღნიშნულ სკოლებთან, თემის ახალგაზრდებთან; • ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, საგანმანათლებლო პროექტების შემუშავება და განხორციელება; • ურთიერთმოქმედებენ როგორც საავტორო უფლებების ექსპერტები საგანმანათლებლოო დაკულტურულ პროგრამებში, • ქმნიან და ადგენენე ერთიან ელექტრონული კულტურულ და საგანმანათლებლო მასალებს • გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ორგანიზებას უწევენ ახალგაზრდების , პედაგოგების მიღებას
7
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
23/11/2022ახალი გალერეა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე დაემატა ფოტო ალბომში
16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. კერძო სკოლა "დავითიანის" მოსწავლეები გაგვცემენ კითხვებზე პასუხს თუ რა არის ტოლერანტობა და რა მიზანს ისახავს ის. 🚺🚹მოსწავლეები მოგვიწოდებენ ვიყოთ ტოლერანტული ადამიანები, გვიყვარდეს და ვაფასებდეთ ერთმანეთს. ტოლერანტობის მთავარი მოწოდებაა: 🌸"მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ მოგექცნენ"🌸
5
“ვუმკურნალოთ ბუნებას!”
23/11/2022ახალი გალერეა “ვუმკურნალოთ ბუნებას!” დაემატა ფოტო ალბომში
♻️აქტივობა “ვუმკურნალოთ ბუნებას!”♻️ 🌐22 ნოემბერს სკოლა "დავითიანში" მოეწყო აქტივობა “ვუმკურნალოთ ბუნებას”. 🌐 მოსწავლეებმა დაასუფთავეს როგორც სკოლის შიდა ასევე გარე ტერიტორია. აქტივობა მიზნად ისახავს გარემოს დაცვას და მის დასუფთავებას მავნე ნივთიერებებისგან. მსგავსი აქტივობები მოზარდებს ასწავლის, რომ არ დავანაგვიანოთ ბუნება, დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ მას. 🌐აქტივობა საკმაოდ სახალისოდ და ენერგიულად ჩატარდა. “ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ”.
2